მეუფე შიო: როგორც ვიცით, მცირედი უკეთესობაა, თურქეთიდან ღამე ველოდებით რეანიმატოლოგს

თურქეთიდან ღამის პირველი საათისთვის ველოდებით სპეციალისტს, რეანიმატოლოგს.
ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული. ელოდებიან, როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის, წნევის პარამეტრები და სხვა, რათა შემდგომი ფორმალობა განსაზღვრონ.
მთავარია, ვილოცოთ ყველამ, მთელმა საქართველომ, ჩვენმა მრევლმა, ხალხმა მისი ჯანმრთელობისთვის. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს. ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას, ვფიქრობთ, საღამოს რაღაც გვეცოდინება, მაგრამ, როგორც ვიცით, მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია.