მეუფე შიომ პატრიარქი მოატყუა, თავად დამსაჯა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ილია (თოლორაია) წერს.
სასულიერო პირი ამბობს, რომ კომისიაზე საერთოდ არ ყოფილა დაბაებული, მოსაყდრე შიომ კი კომისიის სახელი გამოიყენა მის დასასჯელად.
“დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, რომ დამირეკა, მითხრა — მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს შენთან გასაუბრება უნდაო. ეს არ ყოფილა კომისია. პატრიარქს კი კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი. მეუფე შიომ მოატყუა პატრიარქი — თავად დამსაჯა და კომისიის სახელი გამოიყენა, სადაც საერთოდ არ ვყოფილვარ დაბარებული. დაე, განსაჯოს ღმერთმა, ჩვენი ეკლესიის ღირსეულმა მღვდელმთავრებმა, მღვდლებმა და ქართველმა ხალხმა — ჩემ და მეუფე შიოს შორის სიმართლე.” – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ილია თოლორაია.
არქიმანდრიტი ილია თოლორაია საპატრიარქოში 5 ნოემბერს დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაცდაწერა: “არქიმანდრიტ ილია თოლორაიას აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს”.




