“სახელმწიფო, რომ გვისმენს, ეს ნორმალურია, ყველა ქვეყანაშია ასეა და ეს ყველამ იცის” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, არანორმალურია სუს-ის ფაილების გამოქვეყნება და არა ფარული მიყურადება.
“უკანონო [ფარული მიყურადება], ვინ აწესებს რომ უკანონოა, თუ სახელმწიფო ღებულობს ამ გადაწყვეტილებას” – აღნიშნავს ის.
მე გთხოვთ, რომ არ მიხსენოთ სუს-ის ფაილები იმიტომ, რომ… მე ერთადერთ რამეს გეტყვით, სანამ გამოქვეყნდებოდა, არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, წერილი გამოქვეყნდა, ვიღაცამ აიღო თავის თავზე, რომ მე ვაქვეყნებ ამას, ანონიმური წერილი იყო და იქ ესეთი რამე ეწერა, რომ ჩვენ გისმენთ, ჩვენ ამას ყველაფერს ვაქვეყნებთ და ვიგონებთ თქვენ შესახებ. ახლა გაიგე შენ სად არის იქ გამოგონილი და ისა. ამიტომ ეს, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ბოდიში სუს-ის თანამშრომლებთან, მაგრამ იმ ფაილებში მომსმენი იმდენად დაბალი განვითარების იყო, რომ ვერ გებულობდა ლაპარაკის შინაარსს და ამას წერდა და ეს გამოქვეყნდა.
რა თქმა უნდა ნორმალურია [სახელმწიფო რომ გისმენს], ყველა ქვეყანაში ასეა და ეს ყველამ იცის. არანორმალური არის ამის გამოქვეყნება, თორე ისე ამასწინათ გერმანიაში იყო ძალიან სერიოზული კამათი, როპმ სუს-ის ჩანაწერები შეინახონ სამი თვე, თუ 6 თვე და ხალხი იყო აღშფოთებული, როგორ შეიძლება 6 თვე შენახვა სა 3 თვე შეიძლება… უკანონო [ფარული მიყურადება], ვინ აწესებს რომ უკანონოა, თუ სახელმწიფო ღებულობს ამ გადაწყვეტილებას.
კი შეიძლება უკანონო, თქვენ ბრძანეთ და გეთანხმებით, მაგრამ მე შემიძლია, თქვენ შეგიძლიათ, დღეს ისე არის განვითარებული, რომ თქვენ სეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ პატარა აპარატი და მოსუმინოთ ყველას და ყველაფერს. ეს უკანონოა, მაგრამ ამ მოსმენაზე ბევრად უფრო უაკნონა ამის გამოქვეყნება,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შაბათის ეთერმა” სუს-ის აქამდე უცნობი ფაილები შეისწავლა – ფაილების თანახმად, სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2017 წლიდან ეძებდნენ პატრიარქის შემცვლელს და იკვლევდნენ, ვის რა შანსი ჰქონდა, შეეცვალა ილია მეორე.
TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, 2021 წელს გამოჟონილი ათი ათასობით ფაილის გარკვეული ნაწილის გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ მინიუმ 2017 წლიდან, როდესაც პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სუსი აქტიურად მუშაობდა იმის გამოსარკვევად, ვის რა შანსი ჰქონდა, დაედგა პატრიარქის მიტრა.




