მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს

ვის აირჩევს [ადამიანი], მე მგონია, რომ აქ, ადამიანისთვის რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა, რომ ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნული განცხადება მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან სვეტიცხოვლის დღესასწაულზე, მცხეთაში გააკეთა.
„ყველა ადამიანმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში. ვის აირჩევს, როგორ აირჩევს, მე მგონია, რომ აქ, ადამიანისთვის რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს. მოქალაქეები უნდა იყვნენ პიროვნებები და აი, პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა არჩევანი გააკეთოს“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ასევე დაგაინტერესებთ