მეუფე იაკობი – როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ? თავში ნუ აუვარდებათ – თუ მბლოკავ ყველაფერში და შენს ჭკუაზე უნდა ვიარო, ბოლო ბოლო ვინ ხარ?

როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ? თავში ნუ აუვარდებათ – რისთვის გვინდოდა ევროკავშირში ან ნატო-ში შესვლა, რომ დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონოდა, მაგრამ თუ დღესვე მბლოკავ ყველაფერში და შენს ჭკუაზე უნდა ვიარო, ბოლო ბოლო ვინ ხარ? – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.
ამასთან, მეუფე იაკობი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან“.
„ქალბატონებო, დედები ხართ, არ გაიმეოროთ ის სამარცხვინო საქციელი, რასაც ზოგიერთი ქართველი, ქალბატონად წოდებული აკეთებს. ეს ერის დიდი სირცხვილია. შაჰ-აბასს არ გაუკეთებია ისეთი ცუდი, ესენი რომ აკეთებენ. შაჰ-აბასი რომ გვკლავდა, მოწამეები ვხდებოდით. როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ? თავში ნუ აუვარდებათ. არც ჩვენ აგვივარდება თავში. ყველას ვაფასებთ, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს, წესიერად არ მოგვქცევიან და ჩვენც, კარგად მოქცევაც შეგვიძლია და ისე მოქცევაც, როგორც თვითონ იქცევიან. იმედი მაქვს, ამერიკის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან, არ მოუსმენს სისულელეებს, რასაც ჩვენი ხალხის მცირე ნაწილი საუბრობს. ჯანსაღ ურთიერთობებში ჯანსაღი ცხოვრება დაგვიდგება, რისთვის გვინდოდა ევროკავშირში ან ნატო-ში შესვლა, რომ დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონოდა ყველა სფეროში. თუ დღესვე მბლოკავ ყველაფერში და შენს ჭკუაზე უნდა ვიარო, ბოლო ბოლო ვინ ხარ? ც რომ ავიღოთ, რასაც აკეთებენ, სირცხვილია, სამარცხვინოა, ყველა სფეროში შემოიტანეს პოლიტიკა. ჩვენ, ქართველები და მით უმეტეს, ჩვენი ეკლესია არავის მისცემს საშუალებას, ჩვენი ერი ვიღაცამ დაჩაგროს. შევრიგდეთ, დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და ყველა ქარტეხილს გადავივლით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.