მეუფე იაკობი: რამდენი წელია საბჭოთა კავშირიდან ვითომ გამოვედით და ვიღაცეები გონებით რუსებად დარჩნენ

საკვირაო ქადაგებისას მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი კვლავ ძველი მმართველობითი აზროვნებით ცხოვრობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კანონების მიღებისას იხელმძღვანელოს ერთიანობისა და დაძაბულობის შემცირების მიზნებით და არა დაპირისპირების გაღრმავებით.

რამდენი წელია საბჭოთა კავშირიდან ვითომ გამოვედით და გონებით რუსებად დარჩნენ, გონებით მონღოლებად დარჩნენ, იმიტომ, რომ წინა წინას ებრძის ყოველთვის. რუსობას რას ვეძახი მე, ერს არ ვეხები, მმართველობის ფორმას ვიძახი. წინა ხელისუფლებამ იმის წინა უნდა მოსპოს, მერე ის, მერე ის და ასევე ხდება ყველგან, ეკლესიაში თუ იქ, ყველგან ასეა ხოლმე. ჩვენ ვფიქრობთ იმას, ყველას მოვუწოდებთ, ერსაც, მთავრობასაც, ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთად ვიცხოვროთ და დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცეები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე? ღმერთს რა უნდა, იმაზე ვიფიქროთ.

წუხელ დავბრუნდი უცხოეთიდან, გასული ვიყავი და სხვანაირად ხედავ ჩენს ქვეყანას იქიდან, ემიგრანტების თვალით სხვანაირად ხედავ და ისე ვიცხოვროთ, რომ უკან მოუნდეს ხალს დაბრუნება. 

ყველას მოვუწოდებ, როცა ეკლესიაში ვართ და როცა ხელისუფლებაში ვართ, მეტი მოგვეთხოვება, – თქვა დღეს მეუფე იაკობმა.