მეუფე იაკობი მაია სანდუზე: გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია

მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები?!- განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.
„ჩვენს არჩევნებზე რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ შიგნით, თუ გარეთ. გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია, როგორ ჩაატარე წინა დღეებში … გამოდის უკრაინის წარმომადგენელი და ჩვენზე საუბრობს. დაგვანებეთ თავი. სოციალისტური ბანაკის ტერიტორიაზე რომ ცხოვრობდნენ, ის ადამიანები გამოდიან, ევროპარლამენტარებზე ვსაუბრობ და საქართველოს წინააღმდეგ ხშირად იგებენ ხოლმე რაღაცას [რეზოლუციებს]. ცდილობენ საქართველოში არეულობა იყოს და მე არ მრცხვენია ამის თქმა. ფიქრობენ, რომ უკრაინას თუ გაუსწორდა , მერე ვიღაცის ჯერი ხომ უნდა დადგეს და არ უნდათ თავიანთ ქვეყნებს მიადგეს . მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები?! ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?! საუბრობთ იმიტომ, რომ უცხოელს გინდათ მოაწონოთ თავი, თორემ საქართველოსთვის რას აკეთებთ?! ხომ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, რომ აი დამთავრდა და ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე – გავაძლიეროთ საქართველო“, – აღნიშნა მეუფემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან