მეუფე ზენონს მიკერძოების მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში, არ იცის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მტკივნეულია, უმადურია

მეუფე ზენონს მიკერძოების მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში, არ იცის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მტკივნეულია, უმადურია
„მეუფე ზენონ თქვენთვის შესაძლოა მშვიდობის პიკი 2008 წელი იყო, როდესაც ქართველი გმირი ბიჭების ცხედრები მზის გულზე, უპატრონოდ ეყარნენ, რომ არა მისი უწმინდესობის საქართველოს პატრიარქის გამბედაობა და მამობრივი სიყვარული. გაუფრთხილდით სიტყვებს, რადგან თქვენი სიტყვებით შესაძლოა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ, ნუ იქნებით უმადური და ადეკვატურად შეაფასეთ საქართველოს არსებული მდგომარეობა“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის ზენონის „ფეისბუქ“ პოსტის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ მეუფე ზენონს მიკერძოების და სიბრმავის მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში.
„სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ მეუფე ზენონს მიკერძოების და სიბრმავის მაღალი ხარისხი აქვს! ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვის, რომ მას მშვიდობა არ მოაქვს, მინიმუმ ვერ ერკვევა საქართველოს წარსულში, არ იცის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მტკივნეულია, უმადურია! საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, 2012-2025 წლები ის იშვიათი და ერთადერთი პერიოდია, რომლის დროსაც საქართველოს ომი არ უწარმოებია, ტერიტორიები და ადამიანები არ დაუკარგავს! მეუფე ზენონ თქვენთვის შესაძლოა მშვიდობის პიკი 2008 წელი იყო, როდესაც ქართველი გმირი ბიჭების ცხედრები მზის გულზე, უპატრონოდ ეყარნენ, რომ არა მისი უწმინდესობის საქართველოს პატრიარქის გამბედაობა და მამობრივი სიყვარული, შესაძლოა მათი ცხედრების გადმოსვენებაც არ მომხდარიყო.
გაუფრთხილდით სიტყვებს, რადგან თქვენი სიტყვებით შესაძლოა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ, ნუ იქნებით უმადური და ადეკვატურად შეაფასეთ საქართველოს არსებული მდგომარეობა, ნუ დაემსგავსებით უცხოეთიდან დაფინანსებულ აგენტურას და ნუ გაახმოვანებთ მათ მესიჯებს, ნუ იტყვით, რომ ასეთ მშვიდობას ბომბების წვიმა გირჩევნიათ! შეხედეთ რა ხდება ში, ნახეთ უკრაინული ქალაქები, ნახეთ უკრაინაში არსებული ქრისტიანული ეკლესიები, რომელთა „მოდერნიზება“ მოხდა(ნაწილის) და დღეს ისინი ეკლესიებად აღარ გამოიყენება, ნახეთ უკრაინაში სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც ომის გამო კრიტიკულ ზღვარზე ჩამოვიდა, შეხედეთ უკრაინელ ლტოლვილებს და ა.შ. შესაძლოა თქვენ სწორედ უკრაინული “მშვიდობა” გხიბლავთ, თქვით, მომავალში გვეცოდინება“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა პარლამენტის შენობაში შტაბი რომ შედგა, [გახარია] აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და გერმანიის ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო – მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?! – არა, იმიტომ რომ „ვენის კონვენცია“ წაკითხული არ ჰქონდა

პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს, მესამე დახვრეტა ის იყო, რომ სააკაშვილი უკრაინიდან თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო – ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც, ნასახლარს ჰგავს ჩემი სახლიც

სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და [გახარიას] უთხრა რას შვრები, რა უბედურებააო, რაზეც მან აგდებულად უპასუხა „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებენო. იქ ისეთი ხალისიანი განწყობა ჰქონდა, არ ეტყობოდა რომ რამეზე დარდობდა გარეთ