მეუფე ზენონი: არჩევნებში მონაწილეობით ჩვენ ვიცავთ პიროვნულ და სახელმწიფო საზღვრებს

არჩევნებში მონაწილეობით ჩვენ ვიცავთ პიროვნულ და სახელმწიფო საზღვრებს.

ჩვენ მივეკუთვნებით დასავლურ სამყაროს, დღემდე ჩვენ ვართ ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილი. მოქალაქეობა ნიშნავს ღვთივბოძებული თვითუფლებრიობის, თავისუფალი ნების, არჩევანის ნების გამოვლენას და გამოხატვას.

ელინურ ხანაში ჩაისახა დემოკრატიული წყობა და მოქალაქეობის სტატუსიც მაშინ გამოჩნდა საზოგადოებისთვის ქალაქ-სახელმწიფოებში. მაგრამ, იმ დროს, ეს არ იყო იდეალური, სრულყოფილი. არც ეხლაა იდეალური გაგება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით. იყო კატეგორიები, მაგალითად, მონები, ქალები, გენდერული უთანასწორობა იყო, რომლებსაც არ შეეძლოთ მიეღოთ სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობა.

ქრისტიანული მოძღვრების სამყაროში შემოსვლის დღიდან, მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ უპიროვნო სამყაროს უთხრა, რომ მე ღმერთი პიროვნება ვარ და შენ ადამიანი პიროვნება ხარ, ამ პერიოდიდან იწყება უკვე ადამიანის, როგორც პიროვნების ცნების, უმაღლესი ღირებულებებისა და ფასეულობების არსებობის წარმოჩენა, დადასტურება და გაცხადება. სწორედ ამ უმთავრეს ღირებულებას, პიროვნების ცნებას, რომელიც იესო ქრისტემ შემოიტანა უპიროვნო სამყაროში, დაეფუძნა შემდეგ ღირებულებები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუწოდებთ ქრისტიანულ ღირებულებებს, დასავლურ ღირებულებებს, ევროპულ ღირებულებებს.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ტაბულას არჩევნებზე წასვლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს – ასევე, საქართველოს პრეზიდენტს იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის, დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში