მეუფე დიმიტრი უკრაინელ ხალხს – თქვენი სიმამაცე აღფრთოვანებას იწვევს – იცოდეთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ

სა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს, რომელსაც სა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.
„ამ სტრიქონებს დიდი გულისტკივილითა და ღრმა თანაგრძნობით გწერთ. ვხედავთ, როგორ ინგრევა ქალაქები თქვენს თვალწინ, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები და მოხუცები, ადამიანები, რომლებიც ომის მსხვერპლი არასდროს უნდა გამხდარიყვნენ. თქვენი სიმამაცე აღფრთოვანებას იწვევს. იცოდეთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ“, – ნათქვამია მიმართვაში.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, „უკრაინელი ხალხის გამძლეობა კაცობრიობის ხმას წარმოადგენს“.
„გვჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც თქვენი ქალაქები კვლავ სიცილით აივსება, როდესაც ბავშვები მშვიდობიანი ცის ქვეშ ითამაშებენ, როდესაც სირენების ხმის ნაცვლად სიცოცხლის მუსიკის ხმა გაიჟღერებს. დაე, უფალმა დაგიფაროთ, რომ ეს საშინელი დრო გადაიტანოთ. დაე, იმედი არ გაქრეს“, – აღნიშნულია მიმართვაში.