ფორმულაtbl.ge/7gwhჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, კითხვაზე, დააყენებს თუ არა თავადვე საკუთარ თავს კანდიდატად, ამბობს, რომ ის პირადად არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.
რაც შეეხება ასაკზე დასმულ კითხვას, კერძოდ – არის თუ არა ის პატრიარქობისთვის აუცილებელი ასაკის, რადგან გადაცდა ასაკს, მეუფე დანიელი ამბობს რომ ეს საკითხი სინოდის გადასაწყვეტია და სინოდი ამაზე იმსჯელებს.
პასუხიდან ჩანს, რომ მეუფე დანიელი არ გამორიცხავს მისი კანდიდატურის დაყენებას სხვა მღვდელმთავრის მხრიდან, შესაბამისად, გასაგები ხდება რატომ უნდა მოუწიოს სინოდს კენჭის ყრა ასაკთან დაკავშირებით.
“მე პირადად არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, რაც შეეხება ასაკის თემას, დავემორჩილები სინოდის გადაწყვეტილებას. ეს საკითხი სინოდმა უნდა განსაზღვროს. მე ძალიან მშვიდად ვარ, ერთადერთი მხოლოდ ის მაღელვებს, რომ ადამიანური ფაქტორები არ შექმნის უხერხულობას”. – თქვა მეუფე დანიელმა TV პირველის ეთერში.
მეუფე ისაია პატრიარქის არჩევაზე: ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, არ უნდა თქვას უარი
მეუფე იაკობი: არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენთან ჩაერიონ
დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: არ იგრძნობა გარე ჩარევა, ჩვენი, ადამიანური შფოთის გარდა
ამავე თემაზეგუშინ, 16:54მეუფე საბა: პატრიარქი არ აირჩევა იმით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს და შეაქებს ევროპასგუშინ, 15:59მეუფე ისაია პატრიარქის არჩევაზე: ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, არ უნდა თქვას უარიგუშინ, 15:40დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: არ იგრძნობა გარე ჩარევა, ჩვენი, ადამიანური შფოთის გარდაგუშინ, 15:19მეუფე იაკობი: არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენთან ჩაერიონ28 მარ, 19:38მამა ანდრია ჯაღმაიძის პირველი განმარტება საპატრიარქო კანდიდატების ასაკსა და განათლებაზეკომენტარებიბოლო სიახლეები