“მეტ დროს დავუთმობ ოჯახს” – რაზე უთხრა გუნდს უარი პრემიერმა, რომელიც გადადგა?

პრემიერი, , ამბობს, რომ პრემიერობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო.
ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, საზოგადოებას ჩავაბარე სრული ანგარიში ჩემი 3-წლიანი პრემიერობის შესახებ, პირნათლად ვემსახურე ქვეყანას და ვამაყობ შედეგებით, – ამბობს ღარიბაშვილი.
იგი საუბრობს როტაციის პრინციპზე, და ამბობს, რომ სხვებსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა.
პრემიერმა თქვა, რომ შემოდგომაზე გადამწყვეტი არჩევნებია და დამაჯერებლად უნდა მოიგოს ოცნებამ, მისივე თქმით, მას შესთავაზეს პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც დასთანხმდა. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ მას შესთავაზეს ზაფხულამდე დარჩენილიყო პრემიერად, თუმცა ამაზე უარი თქვა.
ცხადია, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა უთხრა და იმედი გამოთქვა, რომ აწი მეტ დროს დაუთმობს ოჯახს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე