მეტრო „უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგებში კაცი ჩავარდა. საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა ამ მიზეზითაა შეფერხებული. მეორე ხაზი მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, რომ კაცს ხელი კრეს. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. რადიო თავისუფლება ინფორმაციას -ში აზუსტებს.
დაჩი დიდიძე, რომელიც მომხდარს შეესწრო, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე გაქცევისას დააკავა.
„მატარებლის გამოჩენისას ხელი კრა. არ ვიცით იცნობდა თუ არა, საშინელებას შევესწარით, კაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს“, – ამბობს დიდიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას