მეტრო რუსთაველთან პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

მეტრო რუსთაველთან პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას მირანდა ბაღათურია ავრცელებს. როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, დაკავებულია გიორგი ნადარაია.
მირანდა ბაღათურიას თქმით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ და ჩხრეკდნენ ხალხს.
ასევე, ფეისბუქზე, ჯგუფ დაიტოვეში მოქალაქეები წერენ, რომ ხალხს ჩხრეკენ სასტუმრო სტამბასთანაც.