მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მოქალაქე ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.