თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ, 97 ერთეულ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით, ბაზრის კვლევა გამოაცხადა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ვაგონების ჩანაცვლების პროექტის 7 წელს გაგრძელდება.
„მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონები ამოდის ექსპლუატაციიდან და მისი მოხმარება არ შეიძლება. შესაბამისად დავაანონსეთ ახალი ვაგონების შესყიდვა. გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ მეტროში ვაგონები. ამ მიზნით, გუშინ, 27 ივნისს გამოცხადდა ბაზრის კვლევა 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით.
შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც 2030 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად მოწოდებული იქნება უახლესი თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი),“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, შესყიდვის საორიენტაციო ბიუჯეტი 200 მლნ ევროა. როგორც მერიაში აცხადებენ, შესყიდვის შედეგად მატარებლის ვაგონებს შორის აღარ იქნება გადატიხრები და ე.წ. გარმოშკით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული.
წყარო: Bpn.ge