მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან” და „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თსუ-სთან გაერთიანდნენ და გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან” და „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდნენ.
მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს ტაშით შეეგებნენ.
ადგილზე უკვე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები და მხარდაჭერები არიან.
გაერთიანებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება.
მსვლელობის მონაწილეებს მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან