მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ტერიტორიაზე პოლიციამ მოქალაქე დააკავა

პოლიციამ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავა. ისინი მათ ესკალატორზე დაედევნენ და ისე აიყვანეს.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მოქალაქე პოლიციელისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო აიყვანეს.
რადიო თავისუფლებას ადგილზე ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, რომ მოქალაქემ პოლიციელების მისამართით დაიძახა “მონა”, რის შემდეგაც დაედევნენ მას დასაკავებლად.
მანამდე, “თავისუფლების” მეტროდან ამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები ჩხრეკდნენ. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები