მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადა ისევ გადაიდო

მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ 3 თვით, 31 მარტამე გადაიდო.
ინფორმაცია და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ ბადა ქონსტრაქშენს შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა 2025 წლის 5 სექტემბერს დაწყებული ზედა ვესტიბიულის კვლევა-პროექტირების სამუშაოები, რაც აჭიანურებს რეაბილიტაციის დასრულების პროცესს.
მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება.