მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დღეიდან 45 დღით დაიკეტა

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დღეიდან 45 დღით იკეტება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, დამატებითი მარშრუტი N174 ავტობუსი მგზავრებს უახლოეს “სამგორის” მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ამის შესახებ 10 ივლისს დედაქალაქის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით”, – ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს.
ამ პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.