მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტრო სადგურ ვაჟაზე-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.
დამატებითი დეტალები უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ