მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შემუშავდა

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა.
როგორც დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჟამად, ტერიტორიაზე ქაოსური სიტუაციაა, გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს.
„მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან მდებარე გაჩერება, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთან ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფაა. ამჟამად, იქ ქაოსია, ქვეითი ნორმალურად ვერ გადაადგილდება, მიკროავტობუსს გაჩერების პრობლემა აქვს, კერძო ავტომანქანები ქაოსურად არის დაპარკინგებული. ამიტომაც გვინდა ამ სივრცის მოწესრიგება, რომ ქვეითებისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
სატრანსპორტო კვანძისა და მიმდებარე ტერიტორიის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს: ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით; მოედანზე ხე-მცენარეების დარგვას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
„გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილება. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე, ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან „დიდუბის“ ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს