მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ღრმაღელის“ მიმართულებით მოძრაობა განახლდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ღრმაღელის“ მეტროსადგურამდე მოძრაობა განახლდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მოძრაობის შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.