„მეტროპოლ ქავთარაძე“ – თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე თბილისში – რა ეტაპზეა პროექტის მშენებლობა?

„მეტროპოლ ქავთარაძე“ – თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე თბილისში – რა ეტაპზეა პროექტის მშენებლობა?
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქავთარაძის ქუჩაზე, ახალ, გამორჩეულ პროექტს ახორციელებს. „მეტროპოლ ქავთარაძე“ ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და კომპლექსის მშენებლობა ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და მაღალი ხარისხის მასალით მიმდინარეობს.
„მეტროპოლ ქავთარაძე“ ორ 25-სართულიან შენობას და განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებს გააერთიანებს. კომპლექსში მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული: 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა, ფეხბურთის მოედანი და გასართობი ადგილი, საფეხმავლო ბილიკი, ღია და დახურული სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო ბაღი, ლობი და კონსიერჟი.
„მეტროპოლის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის მშენებლობა გეგმის შესაბამისად და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლ ქავთარაძის“ სამშენებლო სამუშაოებს „ანაგი“ ასრულებს. კომპანია, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.
ტატო მაჩაბელი, „მეტროპოლის“ საოპერაციო დირექტორი: „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა დათქმულ ვადებში და ყველა შესაბამისი პროცედურის სრული დაცვით მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ A1 ბლოკის შემთხვევაში სამუშაოები გრაფიკსაც კი უსწრებს — დამატებით უკვე აშენებულია ორი სართული.
ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რადგან გვინდა, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, „მეტროპოლ ქავთარაძის“ მომავალ მობინადრეებს ზუსტ ვადაში ჩავაბაროთ სახლი, რომელიც ჩაიფიქრეს. „მეტროპოლისა“ და „ანაგის“ პროფესიონალი გუნდების კოორდინირებული მუშაობის წყალობით ამ მიზანს მივაღწევთ. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მიმდინარეობას მუდმივად აკვირდებიან ჩვენი მომავალი მობინადრეებიც, რაც პროცესს კიდევ უფრო ნდობით ავსებს“.
ამ ეტაპზე „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობა მიმდინარეობს.
A1 ბლოკზე უკვე მოწყობილია მე-11 სართულის გადახურვის ფილები, ხოლო პირველი საცხოვრებელი სართულიდან დაწყებულია ენერგოეფექტური Ytong ბლოკის მოწყობა.
A2 ბლოკზე უკვე დასრულდა მე-8 სართულის ფილებით გადახურვა.
პროექტის ფასადი ენერგოეფექტური Ytong-ის აირბლოკით (გაზობლოკით) მოპირკეთდება. შიდა ტიხრები კი პემზისა და ბეტონის მაღალი ხარისხის ბლოკებით აშენდება, რაც გამართულ ხმის იზოლაციასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს.
უახლოეს პერიოდში იგეგმება ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟი, ხოლო გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე დაიწყება შემდეგი სამუშაოები:
· საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი
· სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა
· ბინების შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მათ შორის თაბაშირის ლესვა და იატაკის მოჭიმვა
ყველაფერი, რაც ჩაიფიქრე, „მეტროპოლში“ დაგხვდება
„მეტროპოლ ქავთარაძე“, ჯამურად, 16,490 მ² ფართობზეა განთავსებული და მას თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონა ექნება. ორი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი არა მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურით, არამედ ცხოვრების მაღალი სტანდარტითაც გამოირჩევა. პროექტში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული – სპორტული მოედნები, სკვერები, საფეხმავლო ბილიკები და სხვა სივრცეები სოციალიზაციისთვის, მათ შორის, საბავშვო ბაღი, რაც პროექტს ოჯახებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „მეტროპოლ ქავთარაძე“ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია და განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბინების 60%-ს უკვე ჰყავს მომავალი მფლობელები. ეს იქნება კომპლექსი ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელსაც ყველაზე დიდი სარეკრეაციო სივრცე ექნება. პროექტი გააერთიანებს 534 აპარტამენტს, სადაც თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეარჩიოს თავის საჭიროებებზე მორგებული ბინა — იქნება ეს სტუდიო, ერთსაძინებლიანი ბინა თუ პენტჰაუზი, საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ. ბინების ფართი იწყება 51.6 კვ.მ-დან და აღწევს 187.4 კვ.მ-მდე, რაც ნიშნავს, რომ პროექტი მაქსიმალურად პასუხობს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას“.
„მეტროპოლ ქავთარაძე“ – გარემო, რომელიც უკეთესი ცხოვრებისთვის ჩაიფიქრე

„მეტროპოლ ქავთარაძის“ კომპლექსი მობინადრეებს არაერთ დამატებით სერვისსა და ფუნქციურ სივრცეს შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საოფისე და კომერციული ფართები, რაც ცხოვრების მრავალფეროვან საჭიროებებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
კომპლექსს ექნება კეთილმოწყობილი საპარკინგე ინფრასტრუქტურაც – ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომი, რომელიც 334 ავტომობილზე იქნება გათვლილი.
„მეტროპოლის“ სხვა პროექტების მსგავსად, აქაც უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენება. შენობის ფასადისთვის შერჩეულია გერმანული YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკები, რაც გამოირჩევა მაღალი ხარისხის თბოიზოლაციით და მნიშვნელოვნად ამცირებს მობინადრეების კომუნალურ ხარჯებს.
∗∗∗
მეტროპოლის შესახებ

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
„მეტროპოლი“ გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 5 დაგეგმილი პროექტია.
თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების – „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, „მეტროპოლის“ პირველი სუბურბანული პროექტის – „მეტროპოლ ლისის“ მშენებლობა დაიწყო.
ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები – „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.