„მეტროპოლი“-ს მრავალმილიონიანი პროექტები – დეველოპერული კომპანია 2024 წელს აჯამებს

„მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, მამუკა იმედაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ კომპანია „მეტროპოლის” მიმდინარე პროექტებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჯამში 6 პროექტს ახორციელებენ, საიდანაც 3 თბილისში და 3 ბათუმში ვითარდება.
„ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ძალიან ფართო არჩევანს ვთავაზობთ. ფაქტობრივად, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ზოგადად უძრავი ქონების შეძენით არის დაინტერესებული, მნიშვნელობა არ აქვს იქნება მიწა, აგარაკი, ბინა, საინვესტიციო სივრცე თბილისში, ბათუმში ან თბილისთან ახლოს, ნებისმიერი ტიპის ქონების შეძენაა ჩვენთან შესაძლებელი.
თბილისის პროექტებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაც მოხდა 2024 წელს არის „მეტროპოლ ბაგები“. ჩვენ დათქმულ ვადებში დავასრულეთ პროექტი და ჩვენს მომხმარებლებს ჩავაბარეთ მათი ჩაფიქრებული ბინები. რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, „მეტროპოლ ქავთარაძე“-ში წარმოდგენილი იქნება ორი მაღალ სართულიანი კორპუსი და რაც ამ პროექტს გამოარჩევს არის ძალიან დიდი სარეკრეაციო ზონა, 1 ჰა, სადაც წარმოდგენილი იქნება სარბენი ბილიკები, საბავშვო სივრცე, სავარჯიშო სივრცეები და საბავშვო ბაღიც. „მეტროპოლ ორთაჭალას“ შემთხვევაში, პროექტი გამორჩეულია მისი ლოკაციით. ერთის მხრივ გამორჩეულია ისტორიული ძეგლებით და მეორეს მხრივ, ქალაქის ცენტრალური გამზირიდან სულ რაღაც 10 წუთში მდებარეობს, რაც ამ პროექტს ტურისტულად მიმზიდველს ხდის“, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.
მისი განმარტებით, სა და თბილისის პროექტებს პირველ რიგში ლოკაცია გამოარჩევს, ამასთან ამ რეგიონებს განსხვავებული ეკონომიკა და დემოგრაფია აქვთ. ის დასძენს, რომ სტატისტიკურად, ბათუმის პროექტებით უფრო უცხოელები ინტერესდებიან, ხოლო თბილისის პროექტებით ქართველები.
„ბათუმში როგორც მოგახსენეთ სამი პროექტი გვაქვს. ეს არის „მეტროპოლ კუბი“, „მეტროპოლ ოვალი“ და აქ ჩვენ დავკონტრაქტდით საწყისშივე ფრანგულ ბრენდ “ლუვს ჰოთეკ ჯგუფთან“ რაც ნიშნავს, რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდი „როიალ ტულიფი“ ჩვენს პროექტში შემოვა და დასრულების შემდეგ 180 ნომრით იქნება წარმოდგენილი. „მეტროპოლ ოვალის“ კარკასი თითქმის დასრულებულია. “კუბს” რაც შეეხება, ცოტა ხნის წინ 25-ე სართულის ფილა დაისხა და წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ კარკასი დასრულებული იქნება“, – აცხადებს მამუკა იმედაშვილი.
კომპანიის გენერალური დირექტორის ცნობით, “ლუვს ჰოთეკ ჯრუდთან“ თანამშრომლობა ნიშნავს გარკვეული სტანდარტების დაცვას, რომელსაც კომპანია დღიდან შეთანხმებისა, აკმაყოფილებს.