,,მეტროპოლი”: სადაც თქვენი ჩანაფიქრები რეალობად იქცევა

ახალი ბინის შეძენას ფიქრობთ და პოტენციურად თბილისს ან ბათუმს განიხილავთ? გჭირდებათ სივრცე, რომელიც თქვენს მიზნებს, ხასიათსა და ცხოვრების სტილს მაქსიმალურად მოერგება? მაშინ დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი” ზუსტად ის პარტნიორია, რომელსაც ეძებთ.
ახალი სიტყვა უძრავი ქონების ბაზარზე
დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი”, რომელიც 2022 წელს დაარსდა, სწრაფად მოექცა ყურადღების ცენტრში, როგორც საინტერესო, მიმზიდველი და ინოვაციური პროექტების ავტორი.
სახლი, რომელიც ჩაიფიქრე – ამ იდეას ეფუძნება დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ კონცეფცია და მომხმარებელს თანამედროვე ადამიანზე მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
დეველოპერული კომპანიის პორტფელში ამჟამად შედის ხუთი მასშტაბური პროექტი. თბილისში მიმდინარეობს ორის მშენებლობა: ,,მეტროპოლ ბაგები”, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის პრესტიჟულ უბანში, და ,,მეტროპოლ ქავთარაძე” – ინოვაციური დიზაინის მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა.
,,მეტროპოლის” პროექტებიდან თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ,,მეტროპოლ ბაგები”. 14-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცის მოწყობა-მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რეკრეაციული გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია ,,მეტროპოლ ქავთარაძე”. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.
დეველოპერული კომპანიის გეგმები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება – უახლოეს მომავალში ,,მეტროპოლ ორთაჭალისა” და შინდისში სააგარაკე პროექტების მშენებლობა დაიწყება. ორთაჭალაში იგეგმება კიდევ ერთი მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2027 წლისათვისაა გათვალისწინებული. პროექტი მოიცავს ორ მრავალსართულიან შენობას და სხვადასხვა ფუნქციურ ზონებს, მათ შორის: საბავშვო და პადელის მოედნებს, დასასვენებელ სივრცეებს, სარბენ ბილიკებსა და გამწვანებულ ტერიტორიებს. კომპლექსში გათვალისწინებულია 454 საპარკინგე ადგილი.
რაც შეეხება შინდისის სააგარაკე პროექტს, იგი დუბაის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით შეიქმნება, სადაც სრულიად განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეები იქნება წარმოდგენილი. შინდისის პროექტის მთავარი კონცეფცია მსოფლიო სტანდარტის, თანამედროვე და კომფორტული კომპლექსის სტანდარტებზე იქნება მორგებული.
ბათუმში კი კომპანია სამ პროექტს ახორციელებს: “მეტროპოლ კუბი” და “მეტროპოლ ოვალი”, რომლებიც საინვესტიციო პროექტებს წარმოადგენენ, და დაგეგმილია მესამე – საცხოვრებელი პროექტი “პარალელი”.
“მეტროპოლ კუბი” უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტით გამოირჩევა, ხოლო “მეტროპოლ ოვალი” არის მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ეს ორი პროექტი კონცეპტუალურად განსხვავებულია და Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. აღსანიშნავია, რომ Louvre Hotels Group არის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს და მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც “მეტროპოლს” ეკუთვნის.
რაც შეეხება “პარალელს”, ის იქნება საცხოვრებელი პროექტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხიბლიც პანორამული ხედებია.
ხუთივე კომპლექსი სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომელთა პრიორიტეტები ენერგოეფექტურობა, მწვანე არქიტექტურა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.
ჩამოთვლილ პროექტში ჩანს კომპანიის მისია – შექმნას არა უბრალო საცხოვრებელი ფართი, არამედ სრულყოფილი სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საკუთარი ჩანაფიქრების რეალიზებას.
ინოვაცია და ხარისხი ყველა დეტალში
,,მეტროპოლის” ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ხარისხი და ინოვაცია არ არის არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. კომპანია იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, რასაც მოწმობს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ამგვარი მიდგომა ნაგებობების გრძელვადიან მდგრადობასა და მაცხოვრებლების კომფორტს განაპირობებს.
მშენებლობის ყველა ეტაპზე ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი დამოუკიდებელი ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიის მიერ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგოეფექტურობას – გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიების თბოიზოლაცია. ეს გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ამცირებს ენერგიის მოხმარებას, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის საცხოვრებელი სივრცის კომფორტს ნებისმიერ სეზონზე.
მოქნილი პირობები და საინვესტიციო შესაძლებლობები
კომპანია გთავაზობთ ბინების ჩაბარების სხვადასხვა ვარიანტს. თბილისში შეგიძლიათ აირჩიოთ პრემიუმ ხარისხის თეთრი ან მწვანე კარკასები, ხოლო რაც შეეხება ს საინვესტიციო პროექტებს, აქ შესაძლებელია აირჩიოთ სრულად გარემონტებული ან ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებლები. ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი და ხელსაყრელი ვარიანტი. ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი და ხელსაყრელი ვარიანტი.
გარდა ამისა, გთავაზობთ მიმზიდველ შესაძლებლობებს. შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციოდ.
რატომ უნდა აირჩიოთ Metropol?
დეველოპერული კომპანია, რომელიც გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ/საინვესტიციო უძრავ ქონებას და თქვენზე მორგებულ გადაწყვეტებს – უკეთესი ცხოვრებისთვის. ყველაფერს – ქალაქის ცენტრში განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსიდან – ქალაქგარეთ, ბუნების შუაგულში განთავსებულ ვილამდე. ოჯახზე მორგებული საცხოვრებლიდან – მომგებიან საინვესტიციო პროექტამდე. დინამიკური ცხოვრების სტილის მოყვარულებზე გათვლილი კომპლექსიდან – მშვიდ და მყუდრო სამეზობლომდე.
მთავარი, რაც მეტროპოლს გამოარჩევს, ადამიანებზე ორიენტირებული საცხოვრებლების შექმნაა. თითოეული დეტალი, რომელსაც ქმნიან, ადამიანს და მის კეთილდღეობას ითვალისწინებს – ჭერის სიმაღლის, ფუნქციური ზონების, განლაგების, ლოკაციის, დანიშნულების, თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრის ჩათვლით.
კომპანია მაცხოვრებლებს და პარტნიორებს ჰპირდება, რომ ყოველთვის უძრავი ქონების მათზე მორგებულ, მრავალფეროვან ალტერნატივებს და გამორჩეულ გამოცდილებას შესთავაზებს — უკეთესი ცხოვრებისთვის.
პროექტების მდებარეობა შერჩეულია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებში, რაც უზრუნველყოფს მაცხოვრებლების კომფორტს და ინვესტიციების მაღალ ღირებულებას. კომპლექსები მრავალფუნქციურია და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს, რაც ქმნის სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს.
თუ ეძებთ ადგილს, სადაც თქვენი ჩანაფიქრი რეალობად იქცევა, ცხოვრების ხარისხი კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მეტროპოლის პროექტები თქვენთვისაა.
თუ სახლის შეძენა თქვენზე მორგებული პირობებით ჩაიფიქრე, დაუკავშირდით ,,მეტროპოლს” დღესვე და გადადგით პირველი ნაბიჯი იმ სახლისაკენ, რომელიც ჩაიფიქრეთ