მეტრეველი შუბლაძეს: სოლიდარობის ერთი სიტყვა როგორ ვერ დაგაცდენინა სტუმარმა მიშიმშილე კოლეგის მიმართ?! ასე რამ დაგაბეჩავათ მაგ ტელევიზიაში?!

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, კოლეგას ნინო შუბლაძეს სოციალური ქსელით მიმართავს:
მე მრცხვენია შენს მაგივრად.
🙁
სოლიდარობის ერთი სიტყვა როგორ ვერ დაგაცდენინა სტუმარმა მიშიმშილე კოლეგის მიმართ?!
ასე რამ დაგაბეჩავათ მაგ ტელევიზიაში?!
იმას რომ არკვევ, დანაშაულია თუ არა პოლიციელისთვის სილის გაწვნაო, ისიც იკითხე, რამდენად სამრთლიანია ამ დანაშულისთვის 4-დან 7 წლამდე მუხლის წაყენება და რაც მთავარია, რამდენად აუცილებელი იყო მზიას წინასწარ პატიმრობაში ჩასმა? ანუ შენც გგონია, რომ მზია რეციდივისტია და გირაოთი რომ გამოეშვათ და ასე გაგრძელებულიყო ძიება, დანაშაულს თავიდან ჩაიდენდა?
მისი წინასწარ პატიმრობაში ჩასმა მინც არ გეუბნება არაფერს?
მაგრამ ასე მგონია, სამთავრობო მედიებში სინდისთან ერთად ფიქრის უნარიც დაკარგეთ.