მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც კი შოკში ჩავარდნენ – ახალაძის საოცარი გოლი ბათუმის “დინამოსთან” [VIDEO]

ზღვისპირული დერბი დაძაბული გამოდგა და აქაც ვნახეთ შორიდან გატანილი ლამაზი გოლები.
მოქმედი ჩემპიონი “დინამო ” ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის “კოლხეთს”, თუმცა საბოლოდ – 2:2.
ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო პირველი და ზუსტადაც დაარტყა – 0:2.
ფოთელებმა მეორე ნახევარში გამოასწორეს თამაში. დემეტრე გვასალიამ არეულობაში ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ბოლო წუთებზე კი გიორგი ახალაძემ შორიდან დარტყმით
ცხრიანში გაიტანა – 2:2. ბრწყინვალე გოლი იყო.
ვიდეო: სპორტმიამბე

ლამაზი გოლები… “სამგურალმა” “დინამო თბილისს” მოუგო, დერბები ფრედ დასრულდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში