“მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? – მოდით, რეალისტები ვიყოთ…” – რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ბულგარეთი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრას ბულგარულმა corner-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე და მათი ფეხბურთის ცუდ დროებაზე ისაუბრა.
“საქართველოსთან შეხვედრაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ვასილ ლევსკის” ეროვნულ სტადიონზე ტრიბუნები შეივსოს, მაგრამ გვაქვს საფუძველი, რომ მატჩს ოპტიმიზმით შევხედოთ. ეს, რა თქმა უნდა, შედეგებიდან არ არის განპირობებული, რადგან ჯგუფში 5-დან 5 წაგება და გოლების სხვაობა 1:18-ზე გვაქვს.
ცხადია, დღევანდელი მატჩის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილს დავიკავებთ. არსებობს თეორიული შანსი, რომ მეტოქე 5 ან მეტი ბურთის სხვაობით დავამარცხოთ და მათ გადავასწროთ, თუმცა მოდი რეალისტები ვიყოთ…
ჩვენს ეროვნულ ნაკრებს რთული წელი აქვს და ჯერ კიდევ არ მოგვიგია. ვიმედოვნებთ, რომ ეს დღეს შეიცვლება და თუ არა – ყოველ შემთხვევაში, გავაგრძელებთ პოზიტიური თამაშის ხაზს, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში თურქეთში ვნახეთ. მეორე ტაიმში ბურსაში ბულგარეთმა ფეხბურთი ითამაშა და ეს არის დადებითი ცვლილება, რომლის ნახვასაც უფრო და უფრო ხშირად ვისურვებთ.
დღეს ამისთვის იდეალური პირობები გვაქვს. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც სრულიად იმედგაცრუებულია ჯგუფში მოვლენების განვითარებით, რადგან მათ მეორე ადგილზე გასვლა და თურქეთთან ბრძოლა უნდოდათ, რაც არ გამოუვიდათ.
უნდა ვეცადოთ, რომ წლის ბოლოს რაიმე პოზიტიური მივიღოთ, რადგან ეროვნულ ნაკრებს ბოლო 9 მატჩში 8 მარცხი და 1 ფრე აქვს. ჩვენი ჩვენი ბურთების სხვაობა დამანგრეველია – 5:28-ზე.
არ გვინდა, ამ კრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო უკან გადავწიოთ, რადგან კიდევ უფრო საშიშ ფაქტებს აღმოვაჩენთ. 2023, 2024 და 2025 კალენდარული წლებისთვის სულ სამი გამარჯვება გვაქვს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან შინ 1:0, ლუქსემბურგთან სტუმრად იმავე ანგარიშით და ტანზანიასთან 1:0 ნეიტრალურ მოედანზე. და ეს – სამი წლის განმავლობაში 29 მატჩში.
თუმცა, ოპტიმიზმი ცხოვრებისადმი კარგი მიდგომაა და ეს არა მხოლოდ ფეხბურთს შეეხება. ვიმედოვნებთ, რომ დღეს საღამოს ცვლილებას ვიხილავთ, კარგ თამაშს და განწყობას ვიხილავთ გუნდში, რომელიც აშკარად უზარმაზარი ფსიქოლოგიური პრობლემებით იტანჯება.
ჩვენმა მწვრთნელმა საზოგადოებას მოუწოდა ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი მოაშორონ. ეს ძალიან რთულია, რადგან კარგსა და ცუდ დროსაც ეროვნული ნაკრები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ვიმედოვნებთ, რომ წელს წლის დასასრულს დესერტს მივიღებთ და გაღიმების მიზეზი გვექნება, რაც 2026 წლის ოპტიმიზმით შეხვედრის საშუალებას მოგვცემს და არ ჩავრჩებით იმ პირქუშ რეალობასა თუ პესიმიზმში, რომელიც უკვე ჩაგვინერგეს თითოეულ ჩვენგანს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბოლო 3-4 წლის განმავლობაში”, – წერია სტატიაში.
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..