მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად – სელფის როუმინგის შეთავაზება გრძელდება

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში მომხმარებლებს არაერთი სიურპრიზი შესთავაზა. გერმანიაში, ყველა ქალაქში რომლებშიც საქართველოს ნაკრები თამაშს მართავდა, მოეწყო სელფის ფანზონები, სადაც ქომაგებს შეეძლოთ თამაშამდე გახურება და შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. სელფიმ მომხმარებელს ასევე წარუდგინა სრულიად განახლებული როუმინგი, კიდევ უფრო შემცირებული ტარიფებითა და გაზრდილი მეგაბაიტებით. შეთავაზებას საჩუქრად მოჰყვება Google Maps აპლიკაციით ინტერნეტის გარეშე სარგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაკეტის ჩართვის შემთხვევაში Google Maps-ის გამოყენებისას როუმინგის მეგაბაიტები არ იხარჯება. ამ დროისთვის, სელფის როუმინგით სარგებლობის მაჩვენებელი სამჯერ აჭარბებს შარშანდელი წლის ამავე პერიოდის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ფეხბურთის ჩემპიონატის დროს დაფიქსირებული, როუმინგის მომხმარებელთა რიცხვის 13-ჯერ ზრდა, ივლისშიც შენარჩუნებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები