მეტი იარაღი უკრაინას, მკაცრი სანქციები და იზოლაცია რუსეთს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრო, კესტუტის ბუდრისი ეხმაურება გასულ ღამეს, ს მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს ზე. დიპლომატის შეფასებით, რუსეთს აქვს დაუსჯელობის შეგრძნება და ეს თავდასხმები იყო ამის დემონსტრაციული გზავნილი.
“გასულ ღამეს, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იყო სისასტიკის დემონსტრირება – 298 შაჰედის დრონი, 69 რაკეტა და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა. ეს არ იყო მხოლოდ თავდასხმა. ეს იყო გზავნილი დაუსჯელობის გამო. ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე რუსული აგრესიაა: მეტი სამხედრო მხარდაჭერა და იარაღი უკრაინას, უფრო მკაცრი სანქციები და იზოლაცია რუსეთს. დანებება არ არის მშვიდობისკენ მიმავალი გზა, ეს არის ნებართვის მიცემა აგრესიის გაგრძლებისთვის”, – წერს კესტუტის ბუდრისი
Russia’s overnight assault on #Ukraine was a show of sheer brutality – 298 Shahed drones, 69 missiles and innocent lives lost. This wasn’t just an attack. It was a message of impunity. Our response must be stronger than Russian aggression: more military support and weapons to… pic.twitter.com/Hg7UaeJz2r — Kęstutis Budrys (@BudrysKestutis) May 25, 2025
1000/1000-ზე ფორმულით ტყვეთა გაცვლის პარალელურად რუსეთი უკრაინაზე ყველაზე მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას ახორციელებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს როგორც დედაქალაქ კიევზე, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებზე – ოდესაზე, ხარკოვზე, სუმიზე, დნეპროპეტროვსკზე და ა.შ.
მხოლოდ გასულ ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 3 ბავშვია.
ამავე თემაზე:
· ეს არის მცდელობა, გაანადგურონ ერი, წაშალონ ქვეყანა რუკიდან – სტეფანჩუკი რუსეთის ბოლო თავდასხმებზე
· ომის შესაჩერებლად საჭიროა ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე – კაია კალასი