მეტად სახიფათო და საყურადღებოა ის, რომ აქციაზე შეინიშნება პოლიტიკური პედოფილია და ეს კიდევ უფრო მძიმე ხასიათს იღებს, როდესაც ამაში პრეზიდენტიც ერთვება

„[რასაც აქციაზე ვხედავთ], არის მასიური, ისტერიული ფსიქოზი. იქ ვუყურებთ ადამიანების ნაწილს, რომელთა ქცევაზეც ჩნდება ეჭვი, რომ ეს არ არის ადეკვატური. ამის შეფასება საკმაოდ რთულია და მას დარგობრივი სპეციალისტი უკეთ დააზუსტებდა“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა მ განაცხადა რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შეფასებისას.
მისი თქმით, მეტად სახიფათო და საყურადღებოა ის, რომ აქციაზე შეინიშნება პოლიტიკური პედოფილია და ეს კიდევ უფრო მძიმე ხასიათს იღებს, რადგან მასში პრეზიდენტიც ერთვება.
„გამოსავალი შემდეგშია: როცა ინფექციას აქვს პანდემიური მასშტაბი, ასეთ დროს ყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ, ამ შემთხვევაში საზოგადოებას ავტომატური დაცვის მექანიზმი გაუჩნდება. სხვათა შორის, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან სოციალურ ქსელში ფერისცვალება აშკარად შესამჩნევია. ბუნებრივია, რომ ჯანსაღ საზოგადოებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და გარკვეული შიშიც კი უჩნდება.
ასევე, მიმდინარე პროცესში მეტად სახიფათო და საყურადღებოა ის, რომ შეინიშნება პოლიტიკური პედოფილია და ეს კიდევ უფრო მძიმე ხასიათს იღებს, როდესაც ამაში პრეზიდენტიც ერთვება. სალომე ზურაბიშვილმა დღეს არასრულწლოვანებს პირდაპირ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გახსოვთ გრიგორიადისიც, რომელსაც თავისუფლება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის გამო აღეკვეთა, სალომე ზურაბიშვილმა კი ის შეიწყალა. ამით პრაქტიკულად წაახალისა და ლეგიტიმაცია მისცა იმას, რომ აქციაზე ყველანაირი ძალადობის ფორმა მისაღებია, ამის ცუდ შედეგს კი დღეს ვხედავთ“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს

მაღალი ხელფასი გინდათ, სურსათი და მედიკამენტი დაბალი ფასებით, ამას ინვესტიცია და ეკონომიკური განვითარება რომ სჭირდება ვერ უნდა მიხვდეთ? მაგრამ დაბალ ხელფასაც აიტანთ, ოღონდ ბიძინა მოშორდეს -არა და არასდროს, ინვესტიციაც შემოვა, მშვიდობაც იქნება და ქვეყანაც განვითარდება