მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მესტიისა და ლენჯერის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მესტიის N2 და ლენჯერის N1 საჯარო სკოლებში, მოსწავლეებთან ოჯახში ძალადობისა და ს თემაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ ს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სპეციფიკაზე ისაუბრა. ასევე, პროკურორმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს პროკურორმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.