მესტიის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება | გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მესტიის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება. მათივე ცნობით, ტერიტორიაზზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
“ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”, – უთხრეს ინტერპრესსნიუსს საავტომობილო გზების დეპარტამენტში
შეგახსენებთ, რომ მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მოქალაქეების თქმით, გადაადგილებას უკვე 12 საათია, ვერ ახერხებენ.