“მესტიამ დაცლა დაიწყო” – როგორ მიმდინარეობს კურორტზე ზამთრის სეზონი?

„მესტიამ უკვე დაცლა დაიწყო“ – ასე აფასებს სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი კურორტზე მიმდინარე სეზონს. როგორც ირაკლი გურჩიანი bm.ge-სთან აღნიშნავს, მესტიას დამსვენებელი საახალწლო პერიოდში სტუმრობდა, ამ დროისთვის კი ჯავშნები აღარ არის.
ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ წელს მესტიაში ევროპელი დამსვენებლის სიმცირეა და კურორტს ძირითადად რუსი ტურისტები სტუმრობენ.
„მესტიამ უკვე დაცლა დაიწყო. ხალხი საახალწლოდ იყო ჩამოსული. ახლა არანაირი ჯავშნები არ არის, თებერვლის 15-მდე არაფერი არ იქნება. რაც შეეხება სეგმენტს, მესტიაში ევროპელები თითქმის არ არიან. სულ რამდენიმეა – ისიც ძირითადად პოლონელი დამსვენებელია. გაივსო აქაურობა რუსებით.
მესტიის მთავარი გამოწვევა გზაა. სანამ გზა არ დამოკლდება და ქუთაისი მესტიის გვირაბი არ გაკეთდება, მესტია ვერ გახდება სრულყოფილი, 12-თვიანი კურორტი,“ – აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.