ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ სურს არგენტინის ნაკრებში თამაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა 38 წლის თავდამსხმელს საბოლოო გადაწყვეტილება ტურნირში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია. აქვე გეტყვით, რომ “ალბისელესტეს” კაბიტანმა მაიამის “ინტერთან” კონტრაქტი 2028 წლამდე უკვე გააფორმა.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობა არაჩვეულებრივია. თუ ტურნირზე ვითამაშებ მინდა კარგ ფორმაში და ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო. როდესაც მომავალ წელს „ინტერ მაიამისთან“ წინასასეზონო მომზადებას დავიწყებ (MLS-ის წინასასეზონო პერიოდი იანვარსა და თებერვალში ტარდება), ვნახავ, შემიძლია თუ არა 100%-ით თამაში. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.
რა თქმა უნდა, ძალიან მინდა წასვლა, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატია. ჩვენ 2022 წელს მოვიგეთ და შესანიშნავი იქნებოდა ტიტულის დაცვა. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის ოცნებაა,“ – განაცხადა მესიმ.
“გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ” – იამალის მამამ “რეალის” ფანებს მიმართა
მესიმ “ინტერ მაიამისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია – მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი “ნეშვილთან”
“ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე” – მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
“როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი” – კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
“თუ ის წავა, “ბარსელონაში” დავბრუნდები” – მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?
[VIDEO] მესი გაჩერებას არ აპირებს – არგენტინელმა “ნეშვილს” დუბლი შეუსრულა




