მესი კვლავ ევროპაში? – არგენტინული გამოცემა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

მაიამის “ინტერის” ლიდერი ლიონელ მესი, შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას TNT Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი “ლა პულგას” დაბრუნებას არა ამ, არამედ მომდევნო ზაფხულს შეეცდება, რადგან ამჟამად “ბარსელონას” რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს.
გამოცემის ინფორმაციით, თავად ლეო “ბარსაში” მეორედ გადასვლაზე თანახმაა და თვლის, რომ “ბლაუგრანაში” დაბრუნება მისი კარიერის დასრულების იდეალური სცენარი იქნება.
შეგახსენებთ, 37 წლის მესი მაიამის “ინტერს” 2023 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. არგენტინელს MLS-ის კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში