მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა.
“მათ შორის ერთი რომ ამოვარჩიო, ფეხბურთისადმი უპატივცემულობა იქნება. როდესაც მეუბნებიან, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვიყავი, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოვჩნდი, ზოგჯერ ამას იღბალს მივაწერ ხოლმე.
ჩემი აზრით, მესიმ და რონალდომ ეპოქა შექმნეს, მათ შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ, ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, პორტუგალიელს უფრო ბომბარდირული თვისებები აქვს და მეტად შედეგიანია, მესი კი “ფანტაზისტაა”, რომლის თამაშის ყურებაც
საოცარ სიამოვნებას განიჭებს”, – განაცხადა ბუფონმა La radio dei pirati-სთან ინტერვიუში.
არ აქვს ბუფონს იმის ერთი ადგილი, რასაც ფიქრობს ის თქვას, ერიდება რონალდოს წყენინებას, თან იტყუება, რო ამბობს რონალდუს მეტად აქ ბომბარდირული თვისებებიო, რამდენიმე გოლით მეტი აქ ნაკრებშიც და ლიგაზეც, საშუალოდ მატჩში მესის ნაკლები მაჩვენებელი არ აქვს! ამათ შორის უკეთესზე რო დაიწყებ საუბარს, ან ძაან უვიცი ხარ, ან ბოღმა ან უსამართლო
რონალდო უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და ისტორიაში შევა როგორც ერთერთი საუკეტესო ყველა დროის, მაგრამ მესი პირველია. ის ერთადერთი ფეხბურთელია იმათგან, ვინც აქამდე ყოფილა, ვინც ერთდროულად არის საუკეთესო ბომბარდირი (ყველაზე მეტი ოქროს ბუცი და ყველაზე მეტი გოლი+პასი ისტორიაში, და ეს იმ ფონზე, რომ არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა კარის წინ ჩასაფრებული ე.წ. საჯარიმოს მოთამაშე) და ამასთან ერთად საუკეტესო პლეიმეიკერი (ყველაზე მეტი “საუკეტესო პლეიმეიკერის” ჯილდოს მფლობელი). სხვა დიდი პლეიმეიკერები – კრუიფი, ზიდანი, პლატინი, ან შედარებით ახლები – მოდრიჩი, ხავი, არასდროს ყოფილან თავისი გუნდების საუკეტესო მეგოლეები. ვიზუალური მხარეც – მესი “ფანტაზისტაა” ასეთი რაოდენობით “პირადი” გოლები და ურთულესად შესასრულებელი პასები სხვა ფეხბურთელისაგან არ არსებობს. აიღეთ ნებისმიერი ფეხბურთელის 30 საუკეთესო გოლი და 30 საუკეთესო ასისტი და შეადარეთ მესის 30 საუკეტესო გოლს და 30 საუკეტესო ასისტს. იგივე გააკეტეთ 30 საუკეთესო დრიბლინგზე და ცხადი იქნება რაზე ვსაუბრობ.
