მესი თუ მბაპე? – ენდრიკმა ვარსკვლავებს შორის არჩევანი გააკეთა

“რეალის” ახალწვეულმა ენდრიკმა Q&A-ზე შეკითხვებს უპასუხა და მსოფლიო ვარსკვლავებს შორის არჩევანი გააკეთა. ახალგაზრდა ბრაზილიელს სთხოვეს, ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს შორის მისთვის უფრო კარგი ფეხბურთელი აერჩია.
რონალდინიო თუ ვინისიუსი? – ვინისთან ერთად ვთამაშობდი, ასე რომ, მას ვირჩევ.
ვინისიუსი თუ როდრიგო? – ვინი.
ვინი თუ მბაპე? – მბაპე.
მბაპე თუ მესი? – მესი.
მესი თუ რონალდო? – რონალდო.
რონალდო თუ ენდრიკი? – რონალდო, – სიცილით უპასუხა ენდრიკმა.