მესი ბაიდენის დაჯილდოვებაზე არ გამოცხადდა – -ში არგენტინელისთვის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს მინიჭებამ აღშფოთება გამოიწვია

Daily Mail წერს, რომ მაიამის “ინტერის” ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი 4 იანვარს თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, სადაც მისთვის და კიდევ 18 სხვა ადამიანისთვის -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი უნდა გადაეცა.
ეს მედალი არის ერის უმაღლესი სამოქალაქო პატივი, რომელიც ენიჭება ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობისა თუ აშშ-ის კულტურის, კეთილდღეობისა თუ უსაფრთხოების საქმეში.
საინტერესოა, რომ ამავე დღეს კამერებმა მესი სამშობლოში, საკუთარ სახლში შვილებთან ფეხბურთის თამაშის დროს დააფიქსირეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა განმარტა, რომ მზადაა ჯილდო აშშ-ის პრეზიდენტის ხელიდან მიიღოს,
ოღონდ სხვა დღეს, რადგან ამჟამად ოჯახთან ერთად შვებულებაშია.
მესისთვის მედლის მინიჭების გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია ამერიკული საზოგადოების აღშფოთება, რადგან თვლიან, რომ ლეომ ძალიან ცოტა დრო გაატარა აშშ-ში, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება შესძლებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში