მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი ატლანტაში ჩატარდება – ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიონელ მესის “ინტერ მაიამის” წინააღმდეგ – კვირას, 29 ივნისს, 20:00 საათზე.
მესის აშშ-ში არაოფიციალური “ბარსელონა” ჰყავს შეკრებილი და ისინი ახლა ლუის ენრიკეს დამარცხებას ეცდებიან.
მიმდინარე ჩემპიონატზე პარიზული გუნდი ბურთს საშუალოდ 73%-ით ფლობს, გოლები კი მოედნის სხვადასხვა წერტილიდიან, ექსვმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, მათ შორის “კვარამაც”. “ბოტაფოგოსთან” გაშვებული გოლი დიდი იშვიათობა იყო, ბოლო 5 თამაშში მხოლოდ ერთხელ.
რვა წლის წინ, “ბარსელონამ”, სადაც მესი, სუარესი, ბუსკეტსი, ალბა და მაიამელთა თავკაცი მასკერანო თამაშობდნენ, პსჟს მძიმე მარცხი განაცდევინა, ლეგენდარული 6:1. “ბარსას” მაშინ ლუის ენრიკე თავკაცობდა. ისინი ამას ახლა ალბათ აღარ ელოდნენ, მაგრამ მესი და ენრიკე ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან. ეგეც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დადებითი მხარე.
“ინტერმა” ამერიკული ფეხბურთის ღირსება უნდა დაიცვას და ეცადოს, მაქსიმალურად შორს გავიდეს. ისინი ახლა კარგ ფორმაში არიან.
დემბელე ბრუნდება და ვნახოთ, რამდენს ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მიერ გატანილი გოლების ნახევარში მიიღო მონაწილეობა. მშვენიერ ფორმაშია ვიტინია.
“ინტერ მაიამის” კარის მშრალად შენახვა უჭირს, პსჟს კი გატანა უადვილდება – ვნახოთ, რა იქნება ატლანტაში.
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა – კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ “ლიონს” დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის – ჩაკვეტაძის დამატება “ვალენსიას” სურს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
პსჟ კვლავ “ინტერთან” თუ “რეალი”/”სიტის” საუკეთესო – გზა ფინალამდე
დღეს ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აიღებს სტარტს
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს – “კვარა” და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
პირველად მესის კარიერაში – ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩინეთში გაიმართება
“ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად” – ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! – შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა – კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ “ლიონს” დახმარების ხელი გაუწოდა
“განავალი უნდა შეჭამო და მოინელო” – “ინტერის” მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
