მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი – “ლა პულგას” ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინამ ბოლივია 6:0 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში “ალბისელესტეს” კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა ორჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა.
შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა, 43-ე წუთზე მესის პასით ლაუტარო მარტინესმა, ხოლო 45+3 წუთზე ასევე მესის პასით ხულიან ალვარესმა გაიტანა.
მეორე ტაიმში ტიაგო ალმადამ არგენტინის ნაკრების უპირატესობა ოთხბურთიანი გახადა. 84-ე წუთზე “ლა პულგამ” დუბლი, ხოლო 86-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ცნობისთვის, ლიონელ მესიმ ნაკრების მაისურით ბოლო 7 წელიწადში ჰეთ
-თრიქის შესრულება მეორედ მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ