მესის მორიგი ტიტული – მაიამის “ინტერი” ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია

ლიონელ მესის მაიამის “ინტერმა” MLS-ის პლეი-ოფების ფინალში “ვანკუვერი” 3:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად -ის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
გუნდის 38 წლის არგენტინელი ვარსვლავ ლიონელ მესის გოლი არ გაუტანია, თუმცა 2 ასისტი მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ლეომ თქვა, რომ როგორც ის, ასევე მთელი გუნდიც, ამ მომენტს დიდი ხანი ელოდა და ამ მომენტით უნდა ისარგებლონ.
კომენტარი გააკეთა გუნდის ერთ-ერთმა დამაარსებელმა დევიდ ბექჰემმაც.
“ბევრი უძილო ღამე იყო, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა გუნდის აქ მოყვანის და როდესაც სწორ პარტნიორებს ვპოულობდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო.
ჩვენ ყოველთვის ვპირდებოდით ჩვენს გულშემატკივრებს, რომ წარმატებას მივაღწევდით და საუკეთესო მოთამაშეებს მოვიყვანდით და დღეს ჩვენ ეს შევძელით”, – თქვა ინგლისელმა.
“სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?” – საფონოვმა კომენტარი გააკეთა
მესი პუშკაშს გაუთანაბრდა – ლეგენდარული არგენტინელი მორიგ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია
მესი იჯარით “ბარსელონაში” დაბრუნდება? – კომენტარი დეკომ გააკეთა
იამალმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] გოლი და სამი საგოლე პასი – მესის შოუ პლეი-ოფში
“სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები” – ლიონელ მესი