მესიმ, ვისთან ერთადაც უმუშავია, საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ვისთან ერთადაც უმუშავია, მათ შორის, მანჩესტერ “სიტის” ამჟამინდელი თავკაცი პეპ გვარდიოლა საუკეთესოა.
“პეპი ჩემი კარიერის საუკეთესო მწვრთნელია. ყოველი თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადება, მოთამაშეებთან ურთიერთობს, ტაქტიკაზე საუბრობს.
ფანტასტიკურია ის, რაც გვარდიოლამ ფეხბურთში გააკეთა. მან სპორტის ეს სახეობა მთელ მსოფლიოში შეცვალა.
ეს ერთი მხრივ პეპის ზიანიც კი არის. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გვარდიოლას სტილის კოპირებას, იმის ნაცვლად, რომ გამოიგონოს საკუთარი ტაქტიკა”, – ციტირებს მესის Globo.