მესამე ქვეყნების ავიაკომპანიებს, რომლებიც რუსეთში დაფრინავენ, ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე ფრენებს აუკრძალავს
მესამე ქვეყნების ავიაკომპანიებს, რომლებიც რუსეთში დაფრინავენ, ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე ფრენებს აუკრძალავს. ინფორმაციას interfax -ი, ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია უცხოური ავიაკომპანიების შიდა ფრენების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. ეს თემა განიხილებოდა „მეგობარ“ ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან მიმართებაში.
ეს გამოწვეულია მსოფლიოში თვითმფრინავების ფლოტის დეფიციტით, მათ შორის, Airbus-ში Pratt & Whitney-ის ძრავებით და Boeing-ში „ახალი თვითმფრინავების ხარისხის“ პრობლემებით – განაცხადა ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა გასულ წელს.
