მესამე ქვეითი ბრიგადაში სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს

ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს.
„პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა და ბაზაზე გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობაც დაათვალიერეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – არ ვეთანხმები, რომ „მალე გავიმარჯვებთ“, რეჟიმი არ სუსტდება, რეჟიმი მყარდება, გახარიამ კი ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია – აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს

პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია სამსახურის დისკრედიტაცია