მესამე ნომინაცია და პირველი გამარჯვება – რობერტ დაუნი ჯუნიორმა ოსკარი მიიღო

ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება მიმდინარეობს.
საუკეთესო კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი რობერტ დაუნი ჯუნიორმა მიიღო. სამგზის ნომინანტმა ოპენჰაიმერში შესრულებული როლისთვის გაიმარჯვა.
ეს ოპენჰაიმერის პირველი ჯილდოა. 3 ოსკარით დაჯილდოების ლიდერი იორგოს ლანთიმოსის Poor Things არის.