მესამე კვარტალში მსოფლიოში პლანშეტების გაყიდვები 4.4%-ით შემცირდა – IDC

პლანშეტური კომპიუტერების გლობალური გაყიდვები მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა და 38 მილიონი ერთეული შეადგინა, – ინფორმაციას International Data Corporation (IDC) ავრცელებს.
„პროდუქტების განახლებითა და ჩანაცვლების ციკლის გაძლიერებით აღსავსე ზედიზედ ექვსი კვარტალის შემდეგ, პლანშეტების ბაზარმა გაგრილების ნიშნების გამოვლენა დაიწყო“, – ნათქვამია კვლევითი კომპანიის ანგარიშში.
ეს განპირობებულია მნიშვნელოვანი მარაგებით, რომლებიც შეიქმნა მათ შორის შეერთებულ შტატებში იმპორტის გადასახადების გაზრდის შესახებ შეშფოთების ფონზე.
„მოთხოვნა სტაბილური დარჩა განვითარებად ბაზრებზე, სადაც საგანმანათლებლო ინიციატივები, სამთავრობო დიგიტალიზაციის პროგრამები და პლანშეტური პროდუქციის ხაზების გაფართოება კვლავაც ზრდის მიწოდებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ვრცლად interfax – ზე