“მე­სა­მედ მოს­ვლა” – წლის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ურპრი­ზი, რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა იყო

წლის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ურპრი­ზი, რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მისი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვა იყო. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” “ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტის” დიდი ნა­წი­ლის­თვი­საც. პრინ­ციპ­ში, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კი­თაც იყო.

“მე­სა­მედ მოს­ვლა”

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში პირ­ვე­ლად 2011 წელს მო­ვი­და და გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა­ში. ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში 2018 წლის გა­ზა­ფხულ­ზეც დაბ­რუნ­და და ასე­ვე გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა­ში (ამ “მე­ო­რედ მოს­ვლას” მოჰ­ყვა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან). თუმ­ცა დღეს მისი მე­სა­მედ დაბ­რუ­ნე­ბა მარ­თლაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

კერ­ძოდ, 2024 წელს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და­სუს­ტე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ შეხ­ვედ­რია – ერთ მხა­რეს იყო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და მე­ო­რე მხა­რეს დიდი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ყო­ვე­ლი­ვე ამას ემა­ტე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცია ოპო­ზი­ცი­ის ფლანგზე. თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მისი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ასე ახ­სნა:

“სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლად გა­ნად­გურ­და ოპო­ზი­ცია. გა­ნად­გურ­და პო­ლი­ტი­კის ის სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის კონ­ტროლ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი – ოპო­ზი­ცი­ის არარ­სე­ბო­ბამ მმარ­თველ პარ­ტი­ას მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა თავ­ბრუ და­ახ­ვი­ოს და მო­ა­დუ­ნოს. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც გა­რეთ და­სა­პი­რის­პი­რე­ბე­ლი არა­ვინ რჩე­ბა, ჩნდე­ბა ცდუ­ნე­ბა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა გუნ­დის შიგ­ნით გა­მო­ი­გო­ნო”, – გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სწო­რედ ოპო­ზი­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბამ და ამ ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­ულ­მა შე­საძ­ლო გა­მოწ­ვე­ვებ­მა მმარ­თველ ძა­ლა­ში, აი­ძუ­ლა მის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო და პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რის შე­სა­ხე­ბაც მმარ­თვე­ლი გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ თა­ვად აც­ნო­ბა:

“პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლი­სას მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­თა­ვე­ში დავ­ტო­ვე გა­მარ­თუ­ლი გუნ­დი, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა და ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შეძ­ლო. ამ ფონ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ვი­მე­ო­რებ, სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლად გა­ნად­გურ­და ოპო­ზი­ცია. გა­ნად­გურ­და პო­ლი­ტი­კის ის სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის კონ­ტროლ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­სუ­ლით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჯან­სა­ღი და ქმე­დი­თი კონ­ტრო­ლით არც მა­ნამ­დე გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ახლა მას კონ­ტრო­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი რე­სურ­სიც აღარ დარ­ჩა. ნაც­ვლად ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრო­ლი­სა, ხელ­ში შეგ­ვრჩა სიც­რუ­ის ნი­აღ­ვა­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ე­დი­ნე­ბა მათი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან და უკვე იმ­დე­ნად გაცვდა, რომ მმარ­თველ გუნდს მცი­რე დის­კომ­ფორ­ტსაც კი ვე­ღარ უქ­მნის. ოპო­ზი­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, იზ­რდე­ბა რის­კე­ბი მმარ­თველ გუნდში. ოპო­ზი­ცი­ის არარ­სე­ბო­ბამ მმარ­თველ პარ­ტი­ას მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა თავ­ბრუ და­ახ­ვი­ოს და მო­ა­დუ­ნოს. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც გა­რეთ და­სა­პი­რის­პი­რე­ბე­ლი არა­ვინ რჩე­ბა, ჩნდე­ბა ცდუ­ნე­ბა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა გუნ­დის შიგ­ნით გა­მო­ი­გო­ნო. ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ის კონ­ტრო­ლის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, კო­რუფ­ცი­ის რის­კე­ბიც მა­ტუ­ლობს, რა­საც სა­გან­გე­ბო და­ზღვე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­მა­ღე­ბი­ნა ჩემ­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­მოვ­ბრუნ­დე პო­ლი­ტი­კა­ში და და­ვი­კა­ვო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც ჩემ მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელ გუნდს ცოტა ხნის წინ თა­ვად მივ­მარ­თე”, – გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ახ­სნი­ლია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად არ უნდა იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის. კერ­ძოდ, ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ პარ­ტი­ა­ში არის პრობ­ლე­მე­ბი – შე­საძ­ლოა ვინ­მე ძა­ლა­უფ­ლე­ბამ და­უკ­რე­ფავ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, ზოგს და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი გა­უჩ­ნდა, ზო­გი­ერთს კი ბი­უ­ჯე­ტის­კენ ხელი წა­უც­და… გარ­და ამი­სა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის რი­ტო­რი­კა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, რბი­ლად რომ ვთქვათ, მი­უ­ღე­ბე­ლია.

გარ­და ამი­სა, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უნდა და­კომ­პლექტდეს ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო სია, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­კომ­პლექ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ჯგუფს შო­რის ამის თა­ო­ბა­ზე თავ­პი­რის­მტვრე­ვა აღარ და­ი­წყე­ბა.

მთა­ვა­რი კი­თხვაა – და­ი­წყებს თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ე.წ. დიდ წმენ­დას? თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. შე­საძ­ლოა ეს არ იყოს დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი დას­ჯა, უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თმა ლი­დერ­მა თა­ვად გა­ნა­ცხა­დოს, რომ აღარ სურს პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა, სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას უნდა მიჰ­ყოს ხელი და ა.შ. ასე რომ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის ე.წ. ტოპ­მე­ნე­ჯმენტს მთა­ვა­რი სი­ურპრი­ზი წინ ელო­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბით გაძ­ლი­ერ­დე­ბა პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ე­ბი და ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ა­ნიშ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას – ამ ფლან­გის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კო­მენ­ტა­რებს თუ მო­ვუს­მენთ, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ იხ­ტი­ბარს არ იტე­ხენ. მარ­თლაც, დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვინ­მეს მოს­წონს თუ არა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” სულ სხვაა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე და სულ სხვა – ივა­ნიშ­ვი­ლი­ა­ნად (მით უმე­ტეს, თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სია გა­და­ხა­ლის­დე­ბა). შე­სა­ბა­მი­სად, თუ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილს სურს მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რი დო­ზით მოხ­ვედ­რა, უნდა გა­და­დონ პი­როვ­ნუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და და­აჩ­ქა­რონ ე.წ. მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში არ უნდა იყოს “ნაც­მოძ­რა­ო­ბა”, თო­რემ 2024 წელს კი­დევ ერთხელ გა­იკ­რი­ფე­ბა შუა. თუმ­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ ში­და­პო­ლი­ტი­კას არ უნდა და­ვუ­კავ­ში­როთ. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 2024 წელი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ, და­სავ­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კომ­პე­ტენ­ტურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ, რომ რუ­სე­თი ამ ზამ­თარს უკ­რა­ი­ნის ფრონტზე მას­შტა­ბურ შე­ტე­ვას გეგ­მავს და მოვ­ლე­ნე­ბი შე­საძ­ლოა მძი­მე სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს (ჩვენ ჩვე­ნი მხრივ კი­დევ ერთხელ ვუ­სურ­ვებთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს პუ­ტინ­ზე სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბას). გარ­და ამი­სა, -ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მელ­საც შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში – მხო­ლოდ ამე­რი­კის­თვის კი არა, მთე­ლი პლა­ნე­ტის­თვის. თუ არ­ჩევ­ნებ­ში ტრამპმა გა­ი­მარ­ჯვა და გა­ა­კე­თა ის, რა­საც უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ (ამე­რი­კის ნა­ტო­დან გა­მოს­ვლა, უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა, პუ­ტინ­თან მო­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბა და ა.შ), მა­შინ რთუ­ლი და კი­დევ უფრო ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კი კი­დევ ერთხელ მო­უ­წევს უწ­ვრი­ლეს ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი, რათა სად­მე არ გა­და­ი­ჩე­ხოს.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ “რუს­თა­ვი 2”-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გერ­მა­ნი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე სომ­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ ბი­ნი­ა­მი­ნი, იგი­ვე მიშა ბე­ნი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა