“მესამედ დამაჯარიმეს უკვე 5 000 ლარით – ივანიშვილის დრაკონული კანონები ” – ლევან სანიკიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე 5 000 ლარით მესამედ დააჯარიმეს – რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოს ამჯერადაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
მესამედ დამაჯარიმეს უკვე 5 000 ლარით რუსთაველის გამზირზე დგომისთვის, ჩემი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ ამ ჯარიმების გადახდას. ეს არის ს დრაკონული კანონების ახალი მეთოდი, რომელიც ფინანსურ ბლოკადასთან არის დაკავშირებული. მე, ადამიანი, რომელიც ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მათ მიერ მიღებული კანონები არალეგიტიმურია, არ ვაპირებ ამ თანხის გადახდას”, – ამბობს ლევან სანიკიძე მედიასთან.
ცნობისთვის, ლევან სანიკიძე პირველად 12 თებერვალს დააჯარიმეს. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლში მიაკითხეს, თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ოქმი არ ჩაიბარეს და უფრო მეტიც, სახლშიც კი არ შეუშვეს. მას “ივანიშვილის ქცევის კოდექსის” დარღვევას ედავებიან.
მეორე შემთხვევაში კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჯარიმა 14 თებერვალს გამოუწერეს. მას კვლავ გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის